საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მამუკას საფერე


ჯიშის სახელწოდება:მამუკას საფერეmamukas-safere სინონიმი: მამუკას ვაზი,მამუკაშვილის შავი წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებურია, მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული ჯაგრისებურ-აბლაბუდისებური ბუსუსით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი, საშუალო მასა შეადგენს 150,0-175,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომის, ფორმით მომრგვალო, იშვიათად ოვალური, მუქი წითელი ფერის, ზომიერად დაფენილი ცვილით. თხელკანიანი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი. წვენი შეუფერავი. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-18,0 %, მჟავიანობა 7,0-8,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-8,8 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., 1987. საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა. თბილისი. გვ. 232. Миротадзе А.В., Мамукас сапере,В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность, Москва, 1965, Том II,Ст. 310-311. ავტორი: ირმა მდინარაძე