საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კურკენა


ჯიშის სახელწოდება: კურკენაkurkena სინონიმი: კურკიანი წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი სამი ფოთოლაკით შებუსულია ქეჩისებურად და თეთრი ფერისაა. მეორე იარუსის ფოთლებს (4-6) ქვედა მხრიდან შებუსვა შენარჩუნებილი აქვთ, ხოლო ზედა მხრიდან, შებუსვის არქონის გამო, მომწვანო-ყვითელ ფერს იღებენ. ზრდასრული ფოთოლი: საშუალოზომისაა (16,5X15,5სმ), მომრგვალო ფორმის (ოდნავ გადახრილი ოვალური ფორმისკენ). ხუთნაკვთიანი. ფოთლის ზედაპირი წვრილბურთულოვანია. ყუნწის ამონაკვეთი ხშირად ჩანგისმაგვარია. ზედა ამონაკვეთი საშუალო ზომის, იშვიათად ღრმა ამონაკვეთები. ამონაკვეთის ფორმა უმეტესად დახურული, კვერცხის ან სამკუთხედისმაგვარია, იშვიათად გვხვდება წამახვილებულფუძიანი ღია ჩანგისმაგვარი ფორმა. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ განვითარებული და ნაკლებ ღრმაა. ამონაკვეთის ფორმა უმეტესად ძარღვებით შემოფარგლული, მომრგვალო ფუძის მქონე, ღია ჩანგისმაგვარია. იშვიათად ყუნწის ამონაკვეთის ფუძესთან ერთი ან ორი დეზია. ფოთლის მთავარი ძარღვები მახვილწვეროიანი და გამოზნექილგვერდიანი სამკუთხედის მსგავსი კბილებით ბოლოვდება. გვერდითი კბილები ხერხისკბილისმაგვარი ცალგვერდგამოზნექილი ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელი აბლაბუდისმაგვარი ბეწვით, მის ქვეშ მოფენილია სქელი ჯაგრისმაგვარი ბუსუსები. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (16X7სმ). კონუსური ან kurkena-2ცილინდრულ-კონუსური ფორმის. საშუალო სიკუმსის. მარცვალი: საშუალო ზომის, სიგრძე 1,55-1,80სმ, სიგანე 1,45-1,64სმ. მომგვალო ფორმის. მომწვანო-ყვითელი ფერის, კანი თხელია და ადვილად ცილდება რბილობს. რბილობი წვნიანი, მარცვლის გემო უბრალო, ნეიტრალური, ჯიშური არომატი სუსტადა გამოხატული, მარცვალი ყუნწზე მიმაგრებულია სუსტად. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1- 3. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16 - 18%, მჟავიანობა 7-10 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,4-6,3 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,3. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი ღვინო. დამახასიათებელია საშუალო სხეული, ალკოჰოლის დაბალი შემცველობა, ჯიშური არომატი.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძნადაც. სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობა საშუალოა, ნაცრის მიმართ - საშუალოზე სუსტი. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ჩოლოყაშვილი ს., მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი მე-2, ამპელოგრაფია, თბილისი, 1939. ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954. გვ. 277-284. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 250. Табидзе Д. И., Куркена, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 2, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат”, Москва, 1965, Стр. 244-246. ავტორი:   შენგელი კიკილაშვილი