საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კაიკაციშვილისეული თეთრი


ჯიშის სახელწოდება: კაიკაციშვილისეული თეთრიkaikacishviliseuli-tetri სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ახალგაშლილი პირველი და მეორე ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანოა, მოწითალო ელფერითა და საკმაოდ სქლად არის შებუსული. ქვედა მხრიდან მათი შებუსვა თითქმის ქეჩისებურია. მომდევნო მესამე და მეოთხე ფოთლებზე შებუსვა თანდათან მცირდება. ყლორტი ღია მწვანეა, ოდნავ მოწითალო ელფერით, მცირედ შებუსული, შებუსვა მატულობს ყლორტის წვერისკენ. ზრდასრული ფოთოლი: საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, თანასწორგვერდიანი, ზოგჯერ ჩანგისებურია მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მომრგვალებული წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე მცირედ არის შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის და დატოტვილი, საშუალო სიკუმსის, საშუალო წონა - 355,0 გ. მარცვალი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია მწვანე ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით. კანი მკვრივია. რბილობი ხორციანი და წვნიანი, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. უმეტესად ორწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0-21,5 %, მჟავიანობა 9,1-9,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-8,5 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: მტევნისა და მარცვლის ფორმით, სიდიდით, სილამაზით, გემოთი ჯიში სავსებით აკმაყოფილებს სასუფრე ყურძნისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ინახება და ტრანსპორტაბელურია. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. ძლიერ აზიანებს ჭრაქი. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 158-160. Рамишвили М.А., Каикацишвилисеули тетри, В: Ампелография СССР, Малораспрос­траненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность,Москва,1965,Том II, Ст. 18-19. ავტორი: ირმა მდინარაძე