საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ინსტიტუტის გრძელმტევანა


ჯიშის სახელწოდება:ინსტიტუტის გრძელმტევანაinstitutis-grdzelmtevana სინონიმი: ტყის ვაზი, გრძელმტევანა წარმოშობა:  კახეთი
მოკლე  აღწერა:ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და ფოთოლაკით შებუსულია ქეჩისებურად, შეფერვა თეთრია,მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შეუბუსავია.ფერი -მოყვითალო-მომწვანო.ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის (17X18სმ), მომრგვალოფორმის. ხშირად ხუთნაკვთიანი. ზედაპირი გლუვია და სწორი. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარია. ფოთლის ზედა ამონაკვეთი ღრმაა, იშვიათად საშუალო სიღრმის, ამონაკვეთის ფორმა ძირითადად ჩანგისმაგვარია, შევიწროვებულყელიანი ან მახვილფუძიანი, იშვიათად გხვდება ლანცენტის მსგავსიც. ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მახვილწვეროიანი სამკუთხედისმაგვარი კბილებით, გვერდითი კბილები ხერხის კბილების მსგავსი და ცალ მხარეზე გამოზნექილგვერდებიანია. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სისქითა შებუსული მოიცავს აბლაბუდისმაგვარი ბეწვითა და ჯაგრისმაგვარი ბუსუსებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (24X12სმ); წონა 300გ. ცილინდრულ-კონუსისებური ფორმის.დატოტვილი, ხშირად მეჩხერი. მარცვლების რაოდენობა საშუალოდ 208 ცალია. მარცვალი: მწვანე ფერისაა. საშუალო ზომის,სიგრძე 1,4-2სმ, სიგანე 1,3-1,9სმ. მარცვალი მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. კანი თხელი, მაგრამ მკვრივი. რბილობი საშუალო სიმკვრივის. გემო სასიამოვნო, სუსტადაა გამოსახული ჯიშური არომატი.  წიპწების რაოდენობა მარცვალში 1- 3 ცალი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,3-22%, მჟავიანობა 5,5-11,4 გ/ლ. მოსავლიანობა: 5.0-6.0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,7. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ევროპული ტიპის სუფრის მშრალი ღვინოა, მოყვითალო-ჩალისფერი, კრიალა, ნაზი, ჰარმონული გემოსი.
დამატებითი ინფორმაცია: გამოირჩევა სოკოვანი დაავადებების და ყინვის მიმართ გამძლეობით. მისი გამძლეობა ჭრაქის მიმართ შეფასებულია საშუალოდ, ხოლო ნაცრის მიმართ გამძლეობა საშუალოზე მაღალია. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 127-136. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 249. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი