საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თქვლაფა გურიის


ჯიშის სახელწოდება: თქვლაფა გურიის სინონიმი: თქლაფა,თქლაფა ყურძენი წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ყლორტი ღია მწვანეა, მცირედ შებუსული მონაცრისფრო ბუსუსით, შებუსვა ძლიერდება ყლორტის წვერისკენ. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი თაღისებური, მომრგვალო ფუძით და თანასწორგვერდიანი, იშვიათად ჩანგისებური, მომრგვალო ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური.ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. მთავარი ძარღვები მცირედ შებუსულია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო, იშვიათად მცირე ზომის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი, თხელი, საშუალო მასა - 95,0 გ. მარცვალი: საშუალო სიდიდის, ფორმით ოვალური, ღია მწვანე ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, თხელკანიანი. რბილობი ნაკლებ ხორციანია და მეტად წვნიანი, უმეტესად ერთწიპწიანი. მოსავლიანობა: 10,0-12,0 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო. ალკოჰოლის ნაკლები (8,5 %) შემცველობის გამო არ ინახება და არატრანსპორ­ტაბელუ­რია.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 66-67. Рамишвили М.А., Тквлапа гурийский, В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1966,Том 3, Ст. 237-238. ავტორი: ირმა მდინარაძე