საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თვალდამწვრისეული


ჯიშის სახელწოდება: თვალდამწვრისეული სინონიმი: თბილური რაჭის,თვალდამწვრისოული წარმოშობა:  რაჭა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: შებუსული, მოყვითალო-ნარინჯისფერი ელფერით, ზრდის კონუსს სუსტად ეჩნევა ვარდისფერი ლაქები. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო. სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ზოგჯერ ღია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული ან კონუსური, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 75 გ. მარცვალი: მომწვანო-ყვითელი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5- 20,0 %, მჟავიანობა 6,0 გ/ლ. მოსავლიანობა: საშუალო. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მშრალი, სუფრის თეთრი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: თვალდამწვრისეულს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. შედარებით გამძლეა სოკოვან დაავადებათა მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 116-118. ცერცვაძე ნ. ვ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 228. Карухнишвили Н. М., Твалдамцврисеули, В: Ампелография СССР, Справочный Том, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1970,ст. 302. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე