საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თბილისური


ჯიშის სახელწოდება: თბილისურიtbilisuri სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ახალსელექციური ქართული ვაზის ჯიში. მშობელ წყვილად გამოყენებულია ალექსანდრიული მუსკატი და რქაწითელი. ავტორები: ვ. ქანთარია და ნ. ჩახნაშვილი.
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ნორჩი ფოთოლაკები მცირედ შებუსული აბლაბუდისებრი ბუსუსებით. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია. საშუალო სიდიდის ან საშუალოზე დიდი. ფირფიტა ქვედა მხრიდან მცირედ დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსებით. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად დახურულია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალოზე დიდი ან დიდი ზომის (18,2X12,4სმ). ფორმით ცილინდრულ-კონუსურია, ზოგჯერ კონუსური ან უფორმო და საშუალო სიკუმსის. მარცვალი: მსხვილი. ოვალური ფორმის. სიმწიფეში იღებს მოყვითალო-მომწვანო შეფერვას. კანი საკმაოდ სქელი. რბილობი წვნიანი, ხორციანი, მასთან ერთად კანი კარგად იღეჭება. ყურძნის წვენი:  შაქრიანობა 19,5–21,2%, მჟავიანობა, 5,4–5,7 გ/ლ. მოსავლიანობა: 18,0–20,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: მაღალხარისხოვან სუფრის ყურძენს იძლევა. ტრანსპორტაბელურია და კარგად ინახება.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიში უხვმოსავლიანია. სოკოვან დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა. პერსპექტიულია თბილისის საგარეუბნო ზონისათვის და აღმოსავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში გასავრცელებლად. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ 253-254. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი