საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თავკვერი პატალანთეული


ჯიშის სახელწოდება: თავკვერი პატალანთეულიtavkveri-patalanteuli სინონიმი: პატალანთეული თავკვერი, თავკვერი კახური წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი ორი ფოთოლაკით მთლიანად შებუსულია აბლაბუდისებურად, თეთრი ფერის. მეორე იარუსის ფოთლები(3-5) ზედა მხრიდან შეუბუსავია, ფერი მომწვანო მოყვითალო, ქვედა მხრეს შებუსვა შენარჩუნებულია. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა(17,5X17სმ). ოვალური. ხუთნაკვთიანი. ზედაპირი აბლაბუდისებურად დანაოჭებული. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მომრგვალო ან წამახვილებული ჩანგისმაგვარი. ზედა ამონაკვეთის სიღრმე ცვალებადობს ზედაპირულიდანღრმამდე, ხოლოამონაკვეთის ფორმა - ლანცეტისმაგვარი დახურულიდან მომრგვალოფუძიან  ამონაკვეთამდე. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ ღრმაა, ჩვეულებრივ,  საშუალო სიღრმის ან ზედაპირული. ზედაამონაკვეთის ფორმა ძირითადად მომგვალო ჩანგისმაგვარი. ფოთლის გვერდითი კბილები ხერხის კბილისმსგავსად სამკუთხედისმაგვარია. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებურია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, სიგრძე 10-16სმ, სიგანე 8-12სმ. ძირითადად კონუსური ფორმის. ხშირად კუმსი. წონა 100-300გ. მარცვლების რაოდენობა საშუალოდ 100-250. მარცვალი: მუქი წითელი ფერის. საშუალო ზომის, სიგრძე 1,2-1,6სმ, სიგანე 1,3-1,7სმ. ფორმა მომრგვალო. კანი თხელი, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანი. მარცვალს უბრალო გემო აქვს, ჯიშური არომატი შუმჩნეველია. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-21%, მჟავიანობა 5-11 გ/ლ. მოსავლიანობა: 8-10 ტ/ჰა. მსხმოიარეობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,2. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  ორდინალური წითელი  სუფრის ღვინო. იწურება სხვა ჯიშებთან ერთად  წითელი ღვინის დასამზადებლად. პატალაანთეული თავკვერის ჯიშური ღვინო ვარდისფერია, ხასიათდება სიმსუბუქით, მცირე  სხეულით და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით.
დამატებითი ინფორმაცია: ადვილად ეგუება გარმო პირობებს. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალოდ გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, გვ. 355-362. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, 1954. გვ. 250. Табидзе Д. И., Тавквери паталантеули,В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат”, Москва,1966,Стр.188-190. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი