საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

დიდმტევანა


ჯიშის სახელწოდება: დიდმტევანა სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი სუსტად შებუსული აბლაბუდით. შეფერილი ღია–მწვანედ მოყვითალო, ბრინჯაოსფერი ლაქებითა და არშიით. ზრდასრული ფოთოლი: პატარა ზომის (11X13სმ). მომრგვალო. გვხვდება როგორც სუსტი, ისე ძლიერ დანაკვთული ფოთლები. ზედაპირი გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული. ზედა ამონაკვთები ზეზეური და შეჭრილკუთხისებრი. გვხვდება ღრმა დახურული ამონაკვეთებიც ვიწრო ელიფსური ფორმით და მახვილი ფუძით. ქვედა  ამონაკვეთები შეუმჩნეველია და შეჭრილკუთხისებრი. ყუნწის ამონაკვეთი დახურული, ჩანგისებრი ან ელიფსური, იშვიათად ღია მახვილი ფუძით. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია. მთავარი კბილები პატარა ზომის და გვერდებამოზნექილი, უფრო ხშირად მახვილი წვეროთი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: კონუსური, ცილინდრულ–კონუსური ან უფორმო. სიგრძე 17–22სმ, სიგანე 10–16სმ. საშუალო წონა 250გ. საშუალო სიკუმსის, გვხვდება კუმსიც. მტევანში ხშირად გამორეულია წვრილი მოუმწიფებელი (მომწვანო-მოვარდისფრო) მარცვლები. მარცვალი: ოვალური, გვხვდება კვერცხისებრი და წაგრძელებულიც. სიგრძე 20–22მმ, სიგანე 17–19მმ. შეფერილი შავად მოწითალო ელფერით. კანი ნაზი და თხელი. რბილობი წვნიანი და ხორციანი, მდნადი, კანი ადვილად სცილდება. ჯიშური არომატი არ იგრძნობა. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0–19,0%, მჟავიანობა 5,0–6,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 9,0–10,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: უხვმოსავლიანი, საგვიანო პერიოდის სიმწიფის ჯიშია, ხასიათდება ლამაზი მტევნებით, სასიამოვნო გემოთი და შაქარ-მჟავიანობით. მისი რბილობი ხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშებთან შედარებით გადაჭარბებით წვნიანი და კუმსია, რაც დაბლა სწევს მისი, როგორც სასუფრე ყურძნის ღირებულებას.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობით გამოირჩევა. გავრცელებული იყო ახალციხის, გორისა და კასპის რაიონების ვენახებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ 170–171. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი.