საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბერძულა


ჯიშის სახელწოდება: ბერძულა სინონიმი: უცნობია წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და ჩანგისებური, მომრგვალო ფუძით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად შებუსული  ჯაგრისებური ბუსუსით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის, რბილობი წვნიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5 %, მჟავიანობა 9,2 გ/ლ. მოსავლიანობა: საშუალოზე მაღალი. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ნაკლებად გამძლეაჭრაქის მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა:  დაკარგული ჯიშია. წყაროები: Рамишвили М. А.,Бердзула, В: Ампелография СССР,Справочный том, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность,1970, Москва,Ст. 49. ავტორი: ირმა მდინარაძე