საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

აძნიჟი


ჯიშის სახელწოდება: აძნიჟი სინონიმი: აგრიჟი წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის, მომრგვალო, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, ფართო მახვილი ფუძით, იშვიათად დახურული. კბილები სამკუთხედისებრია, სუსტად ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფოთლის  ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო სიდიდისაა, ცილინდრული, იშვიათად კონუსური, ფრთიანი, კუმსი. საშუალო წონა - 100-120 გრ. მარცვალი: შავი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო. კანი - თხელი, ადვილად შორდება რბილობს. რბილობი - ხორციანი-წვნიანი, სასიამოვნო, ცოცხალი გემოსი და ჯიშისათვის დამახასიათებელი არომატით. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-18 %, მჟავიანობა 9-10 გ/ლ. მოსავლიანობა:  5,0-6,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე ყურძენი. ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების, ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობით და საშუალო გემური თვისებებით.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. სრულ სიმწიფეში შედის ნოემბრის დასაწყისში. სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობით გამოირჩევა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 222 Табидзе Д. И.,Адзниж,  В: Ампелография СССР. Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во ' Пищевая промышленность', Москва,1963,Том I, ст. 33-34. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე