საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ალმურა თეთრი


ჯიშის სახელწოდება: ალმურა თეთრიalmura-tetri სინონიმი: თეთრი ყურძენი წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი ღია მწვანეა მოწითალო ელფერით, თითქმის შეუბუსავი. ახალგაშლილი პირველი სამი ფოთოლი მოწითალო-ბრინჯაოსფერი, ხოლო მომდევნო ფოთლები ღია მწვანეა მოყვითალო ელფერით. ფოთლები შეუბუსავია. ყლორტი ღია მწვანეა, მზიანი მხრიდან - მოწითალო, შეუბუსავი. ზრდასრული ფოთოლი: საკმაოდ დიდი ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, უმეტესად სამნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თანასწორგვერდიანი, იშვიათად დახურული,  ფუძესთან გვხვდება ერთი კბილი. კბილები განიერ სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებით და მომრგვალებული წვერით, ზოგჯერ სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე შეუბუსავი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: დიდი  ან ძალიან დიდი ზომის, ფორმით ცილინდრულ-კონუსური და დატოტვილი, თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შადგენს 400,0-450,0 გრ. მარცვალი: დიდი ან საკმაოდ დიდი ზომის. ოვალური, ღია მწვანე ფერის, მოყვითალო ელფერით, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი ხორციანი და ხრაშუნა, სასიამოვნო, ტკბილი გემოსი, უმეტესად ერთწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15,0-16,0 %, მჟავიანობა 5,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 14,0-16,0 ტონა/ჰექტარზე. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ხასიათდება მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზით და სიდიდით, სასიამოვნო გემოთი. ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 220; Рамишвили Р.М., Алмура тетри. В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищепромиздат. Москва, 1963, Том I, Ст. 91-93. ავტორი: ირმა მდინარაძე