საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ალადასტური


ჯიშის სახელწოდება: აკომშტალიaladasturi სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საკმაოდ დიდი, მომრგვალო ან გულის ფორმის, სამ-, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, იშვიათად ისრისებური, მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე მთლიანად შიშველია. ყვავილი: მდედრობითი. მტევანი: საშუალო სიდიდის, კონუსური, თხელი ან ძალიან თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 60-70 გ. მარცვალი: მოწითალო-ყავისფერი. საშუალო სიდიდის, მომრგვალო, კანი დაფარულია მოიასამნისფრო-მოლურჯო ცვილის სქელი ფენით. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო, ცოცხალი გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18–20 %, მჟავიანობა 13 გ/ლ. მოსავლიანობა: 1.5 ტონა/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების, კარგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: აკომშტალს ახასიათებს ძლიერი ზრდა და მცირე მოსავლიანობა. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. შედარებით ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 219; Церцвадзе Н. В., Акомштал, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 63-64. ავტორი: ეკატერინე აბაშიძე