საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ავასირხვა


ჯიშის სახელწოდება: ავასირხვაavasirxva სინონიმი: ავასარხვა, აოსირხვაჟი, აჟიში, აუასირხვა, ავასირხვაჟიში წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ყოველ მხრიდან დაფარულია სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვით, უფრო ინტენსიურად კი ფოთლის ქვედა მხრიდან, მორუხო-მწვანე ფერის. გვირგვინის პირველ ფოთოლაკებამდე თითქმის გლუვი და მწვანე ფერის. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (17X18სმ), მომრგვალო, იშვიათად ოვალური. ფოთლები სამნაკვეთიანი, იშვიათად მთლიანი და კიდევ უფრო იშვიათად - ხუთნაკვთიანი. ზედა ამონაკვთები საშუალო სიღრმის. ქვედა ამონაკვეთები არაღრმა. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მცირედ ცვალებადობს - ჩვეულებრივ, ღიაა, მახვილი ფუძით. კბილები ხერხისკბილისებრი, გამობერილგვერდებიანი და მახვილფუძიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის გლუვია, მხოლოდ ძარღვების გასწვრივ ემჩნევა თხელი ჯაგრისებრი ბუსუსი. ფოთლის ყუნწი მის მთავარ ძარღვზე მოკლეა, იგი ღია მწვანე ფერისაა და გლუვია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (15X8სმ), წონა - 110-120გ. ფორმა ცილინდრულ-კონუსურია, იშვიათად - ცილინდრული და კიდევ უფრო იშვიათად - კონუსური. ხშირად მხრიანი, მხრების სიგრძე აღწევს მტევნის სიგრძის ნახევარს. უფრო ხშირად საშუალო სიკუმსის, იშვიათად, მეჩხერი. ახასიათდებს მცირეოდენი წვრილმარცვლიანობა. მტევნის ყუნწი 3-5სმ სიგრძის, მწვანე ფერის, ბალახისებრი, ფუძესთან ხევდება და მოწითალო-ყვითელი ხდება, ე.ი. რქის ფერს იღებს. მარცვალი: მომწვანო-ყვითელი, სიდამწვრის avasirxva_2ლაქებით მზისკენ მიმართულ მხარეზე. ზომა - 1,6X1,5სმ., ფორმა უფრო ხშირად ოვალურია. კანი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,2 - 22,3%-, მჟავიანობა 9,3-11,3 გ/ლ. მოსავლიანობა: 6.0-7.0 ტონა/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,2. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ავასირხვას ღვინო ძველთაგანვე ცნობილია თავისი მაღალი ღირსებით. ძველად ყურძნის დაგვიანებით მოკრეფის გამო თავისებური კოლხური ტიპის მოტკბო ღვინოები დგებოდა. ამ ღვინოების გემო და ქიმიური თვისებები უფრო აკმაყოფილებს ნატურალურად ნახევრად ტკბილი და ცქრიალა ღვინის კონდიციას.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ (ჭრაქი, ნაცარი) გამძლეობა კარგი აქვს. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 77-82. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობა, წიგნი II, ამპელოგრაფია, თბილისი, 1939. ავტორი: დავით მაღრაძე