საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სოხუმური საზამთრო


საზოგადო სახელი: საზამთრო

სახეობის სახელწოდება: Citrullus lanatus (Thunb.) Matsum. & Nakai

ჯიშის სახელწოდება: სოხუმური საზამთრო-Citrullus lanatus ‘Sokhumuri Sazamtro’

წარმოშობა: დასავლეთ საქართველო, სოხუმი. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, ზუგდიდისა და ხობის რაიონებში.

ჯიშის დახასიათება: საშუალო-საგვიანო ჯიშია, ყვავილი ერთსახლიანი და ცალსქესიანი, ყვავილი ღეროზე მარტოულად ვითარდება, გვირგვინი 5-ფურცლიანი, ყვითელი ფერის.
ნაყოფი მსხვილია, მრგვალი-ელიფსისებრი, ზედაპირი მცირედ წიბოიანი, მუქი მწვანე ფერის. რბილობი წითელია, ფხვიერი, ხრაშუნა და ძლიერ ტკბილი. თესლი წვრილი, ზედაპირი გლუვი, მორუხო ფერის. უხმოსავლიანი ჯიშია. დაავადებების მიმართ გამძლეა.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.

წყაროები: : გ.კვაჭაძე, მებოსტნეობა, თბილისი, 1965 წ.;
КАТАЛОГ раинированных сортов картофеля, овощных и бахчевых култур, москва. 1966 г.
ირ. მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი