საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კოლხიდელი


საზოგადო სახელი: პამიდორი

სახეობის სახელწოდება: Solanum lycopersicum L.

ჯიშის სახელწოდება: კოლხიდელი – Solanum lycopersicum  ‘Kolkhideli’

წარმოშობა: იმერეთის რეგიონი. ქუთაისი–ტყაჩირი. გავრცელებულია მე–3 ზონაში.
(ქვემო იმერეთი: ვანის, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის, ხონის, წყალტუბოს რაიონების და ქ. ტყიბულთან შეერთებული სასოფლო საკრებულოების დაბლობი ნაწილი).

ჯიშის დახასიათება: საშუალო–საადრეო სიმწიფის ჯიშია. აღმოცენებიდან ნაყოფის მომწიფებამდე სჭირდება 110– 120 დღე. ივითარებს ნახევრად მდგომ, საშუალო სიდიდის, ჩვეულებრივი ფორმისა და კარგი შეფოთვლის ბუჩქს. ფოთოლი ძლიერ დანაკვთულია, მუქი მწვანე, ფოთლის ფირფიტის ზედაპირი სუსტად დანაოჭებულია. ნაყოფი მსხვილი - 120-140 გრამი, საუკეთესო გემური თვისებებით, ტრანსპორტაბელურია. ფორმით ბრტყელი ან მომრგვალო-ბრტყელია, ფერი წითელი, ზედაპირი გლუვი, ზოგჯერ მცირე წიბოიანი, მრავალბუდიანი და საშუალო თესლიანი.
კოლხიდელი გამოყვანილია ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქუთაისის სასელექციო საცდელი სადგურში.

დღევანდელი მდგომარეობა: არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება ინახება კერძო კოლექციაში.

წყაროები: : ი. მაჭავარიანი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მეთესლეობა, თბილისი, 1998 წ.

 

ბადრიჯანი

გოგრა

ისპანახი

კიტრი

კომბოსტო

ნესვი

ნიახური

ნიორი

ოხრახუში

პომიდორი

რეჰანი

საზამთრო

სტაფილო

წიწაკა

ჭარხალი

ხახვი