საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ანაკლიური


საზოგადო სახელი: თხილიანაკლიური სახეობის სახელწოდება: Corylus avellana L. ჯიშის სახელწოდება: Corylus avellana'Anakliuri' - ანაკლიური წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, დასავლეთი საქართველო, სამეგრელოს რაიონი.
მოკლე აღწერა:  ბუჩქის ზრდის  სიძლიერე: ძლიერი ზრდისაა, ბუჩქის ფორმა: პირამიდული სქელი, ხშირად დატოტვილი ვარჯი ყვავილობის პერიოდი:დეკემბერი - თებერვალი ნაყოფი: მრგვალი, ნაყოფედში ნაყოფების რაოდენობა 3-4 ცალია, ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება, ნაჭუჭის სისქე 1,0– 1,1 მმ. ნაყოფის ზომა:21X21X19 მმ სიდიდის ნაყოფის მასა:საშუალო მასა 2,3-2,4 გრამი. გულის გამოსავლიანობა: 52-53 %. ცხიმის შემცველობა:  66-68%. მოსავლიანობა:  მაღალი, საშუალომოსავალი -  4,5-5,5 კგ/ხე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:შედარებით მიმღებიანია მავნებლებ-დაავადებათა მიმართ. კრეფის პერიოდი:ივლისის ბოლო - აგვისტოს პირველ ნახევარი (სამეგრელოს ზონა).
დღევანდელი მდგომარეობა:ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებისთვის. წყაროები:შ. ნადირაძე, თხილის კულტურა,  თბილისი, 1956 წ. გვ. 24; ხომიზურაშვილი და სხვები (1978),საქართველოს მეხილეობა, ტომი 4., გვ 640.; ი.ვასაძე, ზ.ბობოქაშვილი, ნ.მიროტაძე და სხვ.,  საქართველოს კაკლოვანი კულტურები, თბილისი, 2004 წელი, გვ 32.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი