შახ – ალმა
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: MalusdomesticaBorkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Shah - Alma' -შახ – ალმა
წარმოშობა: მესხეთის ადგილობრივი წარმოშობის ჯიშია
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:მომრგვალო, ხშირი განტოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადადმოთეთრო-მოყვითალოა, მზისმხარეს ნაყოფის ზედაპირი ვარდისფერ ზოლება არის შეფერილი
ნაყოფის ფორმა:მომრგვალო წაგრძელებული.
ნაყოფის ზომა: საშუალო - 150-180 გრამი.
რბილობი:თეთრი, მკვრივი, მოტკბო-მომჟავო, წვნიანი.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. მოიხმარება ნოემბრიდან და ინახება მარტამდე (კარგად შენახვის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ-დაავადებათა მიმართ გამძლეა, მცირედ ზიანდება ქეცით.
საგემოვნო თვისებები: ხასიათდება კარგი გემოთი და არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა:გავრცელებულია მესხეთში.
დამატებითი ინფორმაცია: უხვმოსავლიანია, მიმზიდველი გარეგნობისაა, დაბალტრანსპორტაბელურია
წყაროები:საქართველოს ხილი, გამომცემლობა ',,ტექნიკა დაშრომა“, თბილისი, გვ. 18.