საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შაქარა


საზოგადო სახელი: ვაშლი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Shakara' -შაქარა, სინონიმი -„დევრიშ-ბეგი“ წარმოშობა:   ადგილობრივი  მესხური წარმოშობის ჯიშია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის. ხის ფორმა:განიერპირამიდული ფორმის. ყვავილობის პერიოდი:ადრეული. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მწვანე-ყვითელია, მფარავი შეფერვა - ალისფერი წითელი, ფარავს ზედაპირის უმეტეს ნაწილს. ნაყოფის ფორმა:  მომრგვალო, ყუნწი მოხრილი, საშუალო. ნაყოფის ზომა:წვრილი ან საშუალო,  110-130 გრამი. რბილობი:მოთეთრო-მომწვანო, ბამბისებური კონსისტენციის, ნაკლებწვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება აგვისტოს დასაწყისში, მაშინვე მოიხმარება. დაავადებების მიმართ გამძლეობა:დამაკმაყოფილებელი. საგემოვნო თვისებები:  საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.  275.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი