ყარანფილა წითელი „მიხაკის წითელი ვაშლი“
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Kharanphila Red' -ყარანფილაწითელი
სინონიმი -„მიხაკის წითელი ვაშლი“
წარმოშობა: ადგილობრივი მესხური წარმოშობის ჯიშია. აღწერა ვ. ბიბილაშვილმა 1931 წელს.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:მორგვალო, დაშვებული ტოტებით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოყვითალო-მომწვანო, ზედაპირი თითქმის მთლიანად დაფარულია ალისფერი მფარავი შეფერვით.
ნაყოფის ფორმა: მორგვალო.
ნაყოფის ზომა:წვრილი ან საშუალო, 120-140 გრამი.
რბილობი:თეთრი, ფხვიერი, წვნიანი
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ინახება აპრილამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: კარგი, დასამახსოვრებელი.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი ინფორმაცია: კარგი სასაქონლო სახის, მაღალმოსავლიანი ჯიშია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 268.