საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული სინაპი


საზოგადო სახელი: ვაშლიქართული სინაპი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'KartuliSinapi' -ქართული სინაპი წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, პომოლოგიურად აღწერა  ნ .ხომიზურაშვილმა 1939 წელს.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი  ზრდისაა. ხის ფორმა:ივითარებს განიერპირამიდული ფორმის ვარჯს ყვავილობის პერიოდი:გვიანი, მაისის პირველი დეკადა. ნაყოფის ფერი: ნაყოფის კანი მომწვანო-ოდნავ მოყვითალოა, მზის მხარეს. შეფერილია ჟოლოსფერ-მოწითალოდ, შეფერილ ფონზე მკვეთრად მოჩანს მოთეთრო  კანქვეშა წერტილები. ნაყოფის ფორმა:  მოგრძო-ცილინდრული, 140 – 160 გრამი,   (6.4 X 4.9). ნაყოფის ზომა: საშუალო ზომის. რბილობი:მომწვანოა, მკვრივი,საკმაოდ წვნიანი. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში  და ჩვეულებრივი სარდაფის პირობებშიინახება გაზაფხულამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:ხე სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეა,ხოლო ნაყოფი ქეცით ნაკლებად ავადდება. საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ  გავრცელებული ჯიშია საქართველოში, საუკეთესო პროდუქციას იძლევა შიდა ქართლისა და სამაჩაბლოს  დაბლობი ზონის პირობებში. დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია, ახასიათებს მეწლეობისკენ მოდრეკილება. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.259; ვ. კვალიაშვილი   და სხვები (2001),   საქართველოს ხილი,  გამომცემლობა 'GTS', თბილისი,  გვ.21.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი