საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სობა ვაშლი


საზოგადო სახელი: ვაშლი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Soba vashli' -სობა ვაშლი წარმოშობა:მესხური წარმოშობის  ადგილობრივი  ჯიშია
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის. ხის ფორმა:ივითარებს პირამიდულ   ვარჯს. ყვავილობის პერიოდი:საშუალო პერიოდის  მოყვავილე ჯიშია. ნაყოფის ფერი:მფარავი  მუქი წითელი, დაფარულია ზედაპირის 80%. ნაყოფის ფორმა: კონუსური,  ყუნწი - სწორი. ნაყოფის ზომა:საშუალო, 130-150 გრამი. რბილობი: თეთრი, ფხვიერი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება სექტემბრის  მეორე ნახევრიდან,ინახება თებერვლამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ-დაავადებათა მიმართ ნაკლებად  გამძლეა. საგემოვნო თვისებები: ტკბილი, წვნიანი და არომატიანი.
დღევანდელი მდგომარეობა:  მესხეთშიგვხვდება ერთეული ხეების სახით. დამატებითი  ინფორმაცია: ნაკლებტრანსპორტაბელურია, ავადდება ქეცით. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ. 250.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი