საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სირმა ვაშლი


საზოგადო სახელი: ვაშლი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Sirma  Vashli' -სირმა ვაშლი წარმოშობა:ადგილობრივი  ჯიშია, გვხვდება სირმას სხვადასხვა კლონები - ლურჯი სირმა, წითელი სირმა, სირმა ნამდვილი.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალოზრდის. ხის ფორმა:ივითარებს პირამიდულვარჯს. ყვავილობის პერიოდი: საადრეო-საშუალო პერიოდის, ყვავილობს აპრილის მე-3 დეკადაში. ნაყოფის ფერი: ღია ყვითელი, მზის მხარეს წითელი ლოყით. ნაყოფის ფორმა: ელიფსური, ყუნწი - სწორი და მოკლე. ნაყოფის ზომა:საშუალო, 120-140 გრამი. რბილობი:მომწვანო-მოთეთრო, ბამბისებური  კონსისტენციის. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, მოიხმარება დეკემბრიდან,ინახება მარტამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი. საგემოვნო თვისებები: შედარებით დაბალი, ბამბისებური კონსისტენციით.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით შიდა და ქვემო ქართლში. დამატებითი  ინფორმაცია: ტრანსპორტაბელურია და  ნაკლებად ავადდება  ქეცით. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ 248.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი