საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სევეს ვაშლი


საზოგადო სახელი: ვაშლისევესეული სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Seves Vashli' -სევეს ვაშლი წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ  -ქარელის  მუნიციპალიტეტიდან
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის ხის ფორმა:გაშლილი ვარჯი. ყვავილობის პერიოდი:ყვავილობას იწყებს აპრილის დასასრულს  (მცხეთის პირობებში). ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოყვითალო-მწვანეა , მფარავი ფერი ალისფერი, რომლითაც დაფარულია მთელი ნაყოფის 90 %. ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო. ნაყოფის ზომა:მსხვილი, 180-200 გრამი. რბილობი:ღია  ყვითელი  ფერისაა, საშუალო სიმკვრივის, წვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი იკრიფება  ოქტომბრის  მეორე ნახევარში, ჩვეულებრივ სარდაფში  ინახებააპრილამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა დამაკმაყოფილებელია. საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, მომჟავო-მოტკბო.
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. დამატებითი  ინფორმაცია: გამოირჩევა ეფექტური სასაქონლო სახით. წყაროები:   ზ. ბობოქაშვილი, ვ. კვალიაშვილი, დ. კაკაშვილი. მ. ბაიძე,   ხეხილის ადგილობრივი ჯიშების ექსპედიციის  შედეგები,  შიდა ანგარიში.  მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი, 2003.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი