საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საქართველოს პიონერი


საზოგადო სახელი: ვაშლისაქართველოს პიონერი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Sakartvelos Pioneri' -საქართველოს პიონერი წარმოშობა:გამოყვანილია საქართველოს მებაღეობის , მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში ზამთრის ოქროს პარმენისა და ზამთრის ბანანის  შეჯვარების შედეგად (სელექციონერი თ. ცერცვაძე).
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის ხის ფორმა:მომრგვალო პირამიდული ვარჯით და საშუალო სიხშირის განტოტვით. ყვავილობის პერიოდი:ყვავილობას იწყებს აპრილის მესამე დეკადიდან. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოყვითალოა, შეფერვა - ღია მოწითალიო, მუქი წყვეტილი ზოლებით, მზის მხარეს შეფერვა უფრო ინტენსიურია, კანი - თხელი. ნაყოფის ფორმა: განიერ-მომრგვალო ფორმისა და მიმზიდველი გარეგნობით. ნაყოფის ზომა:მსხვილი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ხეებზე. რბილობი:ღია მოყვითალო ფერისაა, საშუალო სიმკვრივის, ნაზი , საკმაოდ წვნიანი, მდიდარი არომატით. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი იკრიფება  სექტემბრის მეორე ნახევარში, მოიხმარება  მოკრეფისთანავე, ინახება ჩვეულებრივ სარდაფში  მარტამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა დამაკმაყოფილებელია. საგემოვნო თვისებები: ძალიან კარგი გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის ძირითად რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია, გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),   საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.243–244. გ.ბადრიშვილი და სხვები. 20070. ხილის ატლასი, ტომი 1, სკრა, გვ 21.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი