საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საგამოფენო


საზოგადო სახელი: ვაშლისაგამოფენო სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Sagamopheno' -საგამოფენო წარმოშობა:გამოყვანილია საქართველოს მებაღეობის , მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში ადგილობრივი ჯიშის აბილაურისა და შამპანური რენეტის  შეჯვარების შედეგად, 1950 წელს (სელექციონერი თ. ცერცვაძე).
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ხე ძლიერი  ზრდისაა. ხის ფორმა:ვარჯის ფორმა მომრგვალო-პირამიდულია, საშუალო სიხშირის დატოტვით. ყვავილობის პერიოდი:აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისი. ნაყოფის ფერი:ნაყოფის ძირითადი ფერი ღიამოყვითალო, მზის მხარეს მკაფიო წითელი შეფერვით და მიმზიდველი გარეგნობით. ნაყოფის ფორმა: განიერ-მობრტყო ფორმის. ნაყოფის ზომა:მსხვილი. რბილობი:რბილობი მოთეთროა, საკმაოდ მკვრივი, წვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში, მოიხმარება დეკემბრიდან. დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ შედარებით ტოლერანტულია . საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო მომჟავო.
დღევანდელი მდგომარეობა: ძირითადად გვხვდება აღმოსავლეთ  საქართველოს მეხილეობის რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება მეწლეობით. გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით და კარგი შენახვის უნარით. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.235. გ. ბადრიშვილი და სხვები. 2007. ხილის ატლასი, ტომი 1, სკრა, გვ 18.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი