საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მამულო


საზოგადო სახელი: ვაშლიმამულო სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Mamulo' -მამულო წარმოშობა:   ადგილობრივი  მესხური  ჯიშია
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:მაღალი ტანის, ძლიერი ზრდის. ხის ფორმა:განიერპირამიდული ფორმის, ახასიათებს ხშირი დატოტვა. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი ყვითელი, სრულ სიმწიფეში ზედაპირი შეფერილია მუქი წითლად. ნაყოფის ფორმა:  მომრგვალო, კვერცხისებრი, სწორი ზედაპირით. ნაყოფის ზომა: საშუალო ზომის, 130 – 150 გრამი,  5.6 X 6.5სმ. რბილობი:  თეთრი ფერის, საშუალო სიმკვრივის, წვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:მოსაკრეფი სიმწიფე სექტემბრის ბოლოს დგება,მოხმარება მოკრეფის შემდეგ მალე შეიძლება.ინახება აპრილამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:მავნებლებ-დაავადებების  მიმართ კარგი გამძლეა. საგემოვნო თვისებები: ტკბილი, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათად გვხვდება  მესხეთში და შიდა  ქართლში. დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება კარგი საგემოვნოთვისებებით. ნაკლებტრანსპორტაბელურია. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები, (1973),   საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.166.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი