საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

რკინავაშლი


საზოგადო სახელი: ვაშლიდემირ ალმა სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'DemirAlma' -რკინავაშლი წარმოშობა: აჭარული,  ადგილობრივი ჯიშია, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებზე.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძალიან ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:გაშლილი განიერი ფორმის, ხან მაღლა აწეული. ყვავილობის პერიოდი:  საგვიანო ყვავილობის. ნაყოფის ფერი: ნაყოფის კანი მკვრივია, უხეში,  ხშირად შავი ლაქებით, მომწვანო–მოყვითალო, მფარავი  ფერი გასდევს წითელი ზოლების სახით 1/3–1/2 ნაყოფზე. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო–ცილინტრული ფორმის. ნაყოფის ზომა:საშუალო–მსხვილი,  150 – 170 გრამი,6.7  სმ X 6.8 სმ. რბილობი:  თეთრი ფერის, უხეში,  წვნიანი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:იკრიფება გვიან  შემოდგომით და ძლებს ზაფხულამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალოდ გამძლე. საგემოვნო თვისებები: მოტკბო, საკმაო მჟავიანობით.
დღევანდელი მდგომარეობა: ერთეული ხეების სახით გვხვდება დასავლეთ საქართველოში. დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი, ტენიანი პირობების ამტანი ჯიშია, ხასიათდება დაბალი საგემოვნო მაჩვენებლებით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები, (1973),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.218. საქართველოს ხილი,  ტომი 1,  გამომცემლობა 'ტექნიკა და შრომა', თბილისი,  გვ.43.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი