საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბორა ვაშლი


საზოგადო სახელი: ვაშლიბორა ვაშლი სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Bora Vashli' - ბორა ვაშლი წარმოშობა: ადგილობრივი   წარმოშობის ჯიშია. წარმოშობის ადგილი და დრო უცნობია, მიღებული უნდა იყოს როგორც შემთხვევითი თესლნერგი.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდისაა. ხის ფორმა:ივითარებს  მომრგვალო ან  გადაშლილი ფორმის ვარჯს. ყვავილობის პერიოდი: საადრეო, საშუალოდ აპრილის მესამე დეკადაში. ნაყოფის ფერი: კანის ძირითადი ფერი  ღია  მოყვითალო- მომწვანოა, შეფერილია მოწითალო წყვეტილი ზოლებით, მზის მხარეზე შეფერვა უფრო ინტენსიურია. ნაყოფის ფორმა:  განიერი, მომრგვალო ფორმის. ნაყოფის ზომა:მსხვილი,  175 – 200 გრამი,  7.7 X 9.1 სმ რბილობი:  თეთრია, მკვრივი, ბამბისებური კონსისტენციის, საკმაოდ უხეში და წვნიანი. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის პირველ ნახევარში და ჩვეულებრივი სარდაფის პირობებშიგაზაფხულამდეინახება. დაავადებების მიმართ გამძლეობა:ნაყოფი ქეცისადმი ნაკლებ გამძლეობას იჩენს. საგემოვნო თვისებები:დაბალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ძველ ნარგაობებში ერთეული ძირების სახით იყო წარმოდგენილი. დამატებითი  ინფორმაცია:  ხასიათდება ნაყოფის ძლიერიცვენადობით და დაბალი საგემოვნო თვისებებით.ჯიში ნაკლებპერსპექტიულია. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები, (1973),   საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.83; საქართველოს ხილი,  ტომი 1,  გამომცემლობა 'ტექნიკა და შრომა', თბილისი,  გვ.40.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი