საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

აჩაბეთურა


საზოგადო სახელი: ვაშლიაჩაბეთურა სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Achabetura' -აჩაბეთურა წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ  სოფ.აჩაბეთიდან,  მიეკუთვნება კეხურის  ტიპის ვაშლებს.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის ხის ფორმა:გაშლილი  ვარჯი და საშუალო სიხშირის განტოტვა. ყვავილობის პერიოდი:ყვავილობას იწყებს აპრილის მეორე ნახევარში (შიდა ქართლის პირობებში). ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი  მწვანეა , მფარავი ფერი - მუქი ალისფერი, რომლითაც დაფარულია მთელი ნაყოფის 90 %. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო. ნაყოფის ზომა:მსხვილი, 180-210 გრამი. რბილობი:ღია  ყვითელი  ფერისაა, საშუალო სიმკვრივის, ოდნავ ძარღვიანი. სიმწიფის ა  და მოხმარების პერიოდი:ნაყოფი იკრიფება  ოქტომბრის  მეორე ნახევარში, მოიხმარება  დეკემბრის თვიდან. სარდაფში  ინახებამაისამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა დამაკმაყოფილებელია. საგემოვნო თვისებები: საშუალო,   სასიამოვნო.
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. . დამატებითი  ინფორმაცია: წააგავს კეხურას, თუმცა გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით და უკეთესი საგემოვნო თვისებებით. წყაროები: ზ. ბობოქაშვილი, ვ. კვალიაშვილი, დ. კაკაშვილი, მ. ბაიძე,   ხეხილის ადგილობრივი ჯიშების ექსპედიციის  შედეგები,  შიდა ანგარიში,  მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტი, 2003  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი