საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

აბილაური


საზოგადო სახელი: ვაშლიაბილაური სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh. ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Abilauri' -აბილაური წარმოშობა:მესხური წარმოშობის ადგილობრივი ჯიშია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ან ძალიან ძლიერი  ზრდის ხის ფორმა:ახასიათებს განიერ-პირამიდული ვარჯი და ხშირი დატოტვა. ყვავილობის პერიოდი: საშუალო. ნაყოფის ფერი:ნაყოფის კანი თხელია, ნაზი და პრიალა.ძირითადი ფერი მოყვითალო, სრულ სიმწიფეში მზის მხარეზე წითელ ალისფერს ღებულობს, რომელიც მკვეთრი შეფერვიდან  თანდათანობით ღია წითელ ფერში გადადის. ხასიათდება შესამჩნევი ყავისფერი კანქვეშა წერილები და ცვილისებრი  ფიფქი. ნაყოფის ფორმა:  მომრგვალო-მობრტყო ფორმის. ნაყოფის ზომა:საშუალო ზომისაა(5.1 x 6.2 სმ). რბილობი:  თეთრი ფერის, ბამბისებრი კონსისტენციის, გადამწიფებისას ხდება ფაშარი სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:ოქტომბრის მეორე დეკადაში იკრიფება,დეკემბრიდან მოიხმარება,საწყობში  ინახება მაისამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:ავადდება ქეცით. საგემოვნო თვისებები:გემო და არომატისაშუალოა.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება  მესხეთის რაიონებში, ასევე ერთეული ხეების სახით შიდა  ქართლის  და სამაჩაბლოს  რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია, ტრანსპორტაბელური. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები. (1973).   საქართველოს მეხილეობა,  ტომი 3,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.47;საქართველოს ხილი( 1938):ტომი 1, გვ. 17,გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი