საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ჭერამი


საზოგადო სახელი: გარგარიჭერამი სახეობის სახელწოდება: Prunus  armeniaca  L. ჯიშის სახელწოდება:Prunus  armeniaca 'Tsherami' -ჭერამი წარმოშობა: გარგარის ადგილობრივი ფორმაა.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის (10-15მ). ხის ფორმა:გადაშლილი ფორმის ვარჯი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო ან საშუალო–საგვიანო ნაყოფის ფერი:ყვითელი,  სხვადასხვა ინტენსივობით შეფერილი. ნაყოფის ფორმა: სხვადასხვა ფორმის. ნაყოფის ზომა:წვრილი, ან საშუალო სიდიდის. რბილობი:ძარღვიანი, ფხვიერი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივნისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა:კარგი.ნემატოდების მიმართსაკმაოდ მაღალ გამძლეობას ამჟღავნებს. საგემოვნო თვისებები:ძლიერ არომატული. თესლი მწარეა.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს  სხვადასხვა რაიონებში, კერძოდ, ქვემო ქართლში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ჭერმის ნარგაობა გარდაბნის  მუნიციპალიტეტში და თბილისის საგარეუბნო ზონაში. დამატებითი  ინფორმაცია:  ჭერამი ხასიათდება ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით, უხვი, რეგულარული მოსავლიანობით. მაღალი ყინვა- და გვალვაგამძლეობით.  თესლის აღმოცენების მაღალი უნარით. ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია. კარგად იზრდება მლაშე ნიადაგებზეც. ვერ იტანს ჭარბტენიანობას. კარგად ეგუება ნიადაგის მაღალ კარბონატობას. გამოიყენება ატმის საძირედ შიდა ქართლისა და თბილისის საგარეუბნო ზონაში. წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.296. ვარძელაშვილიმ.; ტატინაშვილიც.,მეხილეობისპრაქტიკუმი,თბილისი, 1990., გვ.143.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი