გორული
საზოგადო სახელი: გარგარი
სახეობის სახელწოდება: Prunus armeniaca L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus armeniaca 'Goruli' -გორული
წარმოშობა: მიღებულია ჯიშების აღჯანაბადის და შალახის ჰიბრიდიზაციით შ. ნასყიდაშვილის მიერ სკრის საცდელ სადგურში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: განიერი, გადაშლილი ფორმის ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი: საგვიანო. აპრილის III დეკადა.
ნაყოფის ფერი:მუქი ყვითელი, ოდნავ შებუსული.
ნაყოფის ფორმა: კვერცხისებრ-ელიფსოიდური.
ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის. მასა 60გრამი.
რბილობი:ყვითელი, საშუალოდ მკვრივი. კურკა კარგად სცილდება რბილობს.სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ივლისის III დეკადიდან (ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო.
საგემოვნო თვისებები: მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით შიდა ქართლში, მესხეთშიც კერძოდ, გორსა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს ყოველწლიური, რეგულარული მსხმოიარობა. მაღალი ტრანსპორტაბელურობა და შენახვის უნარი.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.311.