საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ალიპრიალა


საზოგადო სახელი: გარგარიალიპრიალა სახეობის სახელწოდება: Prunus  armeniaca  L. ჯიშის სახელწოდება: Prunus  armeniaca 'Alipriala' - ალიპრიალა წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. გამოავლინა შ. ნასყიდაშვილმა XX საუკუნის 40-იან წლებში.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის. ხის ფორმა:ფართო ვარჯი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო. ნაყოფის ფერი: კანი მკვრივი, სქელი, სუსტად შებუსული, კანის ძირითადი ფერიამოვარდისფრო-ყვითელი, ცალი მხარე წითელ–ალისფრად შეფერილია. ნაყოფის ფორმა: მოგრძო, შებრტყელებულგვერდებიანი. ნაყოფის ზომა: მსხვილი. ნაყოფის საშუალო მასა 65–80გრამი. რბილობი:ნარინჯისფერი, წვნიანი, რბილი, გადამწიფებისას ფხვიერდება. კურკა ადვილად  სცილდება რბილობს, დიდია და  ბრტყელი, გული მწარე აქვს. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფებაივლისის პირველ დეკადაში (ქართლის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა: ნაკლებად ზიანდება დაავადებებით. საგემოვნო თვისებები: ტკბილია, მჟავიანობა გამოხატულია.
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია ქართლის სამრეწველო მეხილეობის რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია:  ჯიშმასახელწოდება მიიღო ნაყოფის ცალი მხარის წითელ-ალისფრად შეფერილობის გამო. მსხმოიარობაში შედის მე-4–5 წლიდან. ახასიათებს რეგულარული მოსავლიანობა. კარგი სასუფრე და  საკომპოტე ჯიშია. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.303; ვ. კვალიაშვილი   და სხვები (2001),   საქართველოს ხილი,  გამომცემლობა 'GTS', თბილისი,  გვ.68.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი