საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ალიონი


საზოგადო სახელი: გარგარი სახეობის სახელწოდება: Prunus  armeniaca  L. ჯიშის სახელწოდება:Prunus  armeniaca 'Alioni' -ალიონი წარმოშობა:მიღებულია სკრის საცდელსადგურზე შალახისა და ალიპრიალას შეჯვარებით.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა:განიერი, გადაშლილი ფორმის ვარჯი. ყვავილობის პერიოდი:საგვიანო. ნაყოფის ფერი:კანი მკვრივია, თეთრი. მზის მხარეს ნაზი ვარდისფერი შეფერვით. ნაყოფის ფორმა: განიერი, მომრგვალო, გულისებრი, მთელ სიგრძეზე გასდევს ღარი. ნაყოფის წვერი ნისკარტისებური. ნაყოფის ზომა:საშუალო, მსხვილი  სიდიდის. მასა80-85 გრამი. რბილობი:თეთრი, გამჭვირვალე,  ძალიან მკვრივი. კურკა - პატარა. ძნელად სცილდება რბილობს. სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ივნისის IIIდეკადიდან (ქართლის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო საგემოვნო თვისებები: ტკბილი,ნაკლები მჟავიანობით.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით. დამატებითი  ინფორმაცია:  მაღალმოსავლიანი ჯიშია. ხასიათდება  ტრანსპორტაბელურობით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.305.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი