საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შავი ბალი


საზოგადო სახელი: ბალიშავი ბალი სახეობის სახელწოდება:Prunus   avium   (L.) L. ჯიშის სახელწოდება:Prunus avium 'Shavi Bali' - შავი ბალი წარმოშობა:ადგილობრივი ქართული ბლების ერთ-ერთი ფორმაა.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი. ხის ფორმა:პირამიდალური ფორმის ვარჯი, თხელი დატოტვით. ყვავილობის პერიოდი:საგვიანო. აპრილის  III დეკადა. ნაყოფის ფერი:მოშავო-წითელი. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო ფორმის. მობრტყო ფუძით და წვერით. ნაყოფის ზომა:წვრილი ან საშუალო სიდიდის. ყუნწი - გრძელი (4–5,5სმ),  წვრილი. რბილობი:მოშავო, წითელი ფერის, რბილი კონსისტენციის. კურკა მომრგვალო ფორმის, გლუვი ზედაპირით, ნახევრად თავისუფალი რბილობიდან. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივნისის შუა რიცხვებში. დაავადებების მიმართ გამძლეობა:კარგი, განსაკუთრებით ნაყოფის სიდამპლის მიმართ. საგემოვნო თვისებები: ტკბილი, კარგი გემოთი.
დღევანდელი მდგომარეობა:  ნაკლებად არის გავრცელებული.  გვხვდება ცალკეული ხეების სახით შიდა  ქართლში. დამატებითი  ინფორმაცია: ახასიათებს წვრილნაყოფიანობა და კარგი მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი კარგი შეგუების უნარი. ტრანსპორტირებას ცუდად იტანს. მოიხმარება ნედლად. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.426; საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1938, გვ.111.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი