საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კახა ბალი


საზოგადო სახელი: ბალი სახეობის სახელწოდება:Prunus   avium   (L.) L. ჯიშის სახელწოდება:Prunus avium 'Kakha Bali' - კახა ბალი წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. დასავლეთ საქართველოს რაიონებში, ამ სახელწოდებით გვხვდება რამდენიმე ფორმა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება ნაყოფის ფორმით და სიმსხოთი.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი. ხის ფორმა:პირამიდალური ფორმის ვარჯი,  საშუალო სიხშირის დატოტვით. ყვავილობის პერიოდი:ადრეული. ნაყოფის ფერი:კანი თხელი. ძირითადი ფერი ღია მოყვითალოა, ვარდისფერ-              მოწითალო შეფერვით. ყუნწი - გრძელი, წვრილი და მოხრილი. ნაყოფის ფორმა: მოგრძო გულისებური. ნაყოფის ზომა:წვრილი, ან საშუალო სიდიდის. რბილობი:წვნიანი, რბილი, ნაზი, ნახევრად გამჭვირალე, წვენი უფერო. კურკა ოვალური ფორმის, ბოლოშევიწროებული, სადა ზედაპირით. თავისუფალი. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:საადრეო–საშუალო. მწიფდება ივნისის პირველი ნახევარში. დაავადებების მიმართ გამძლეობა:კარგი. საგემოვნო თვისებები: მოტკბო, კარგი გემოსი.
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი, სასუფრე  ჯიშია. გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნია.მრავლდება ამონაყრებით. ყვავილობის საადრეო პერიოდის გამო ხშირად ზიანდება გაზაფხულის წაყინვებით. ტრანსპორტირებას ცუდად იტანს. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ. 430.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი