საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხიდისთაური თეთრი


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'KhidistauriTetri'  -  ხიდისთაური თეთრი წარმოშობა:ძველი ადგილობრივი ჯიშია ატენის ხეობიდან. სინონიმი -„რომანოვის“
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა:მომრგვალო, შეკრული  ფორმის ვარჯით ხასიათდება. ყვავილობის პერიოდი:საშუალო. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -თეთრი,  ზედაპირის ნახევარი წითლად არის შეფერილი. ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის, კარგად ემჩნევა ღარი. ნაყოფის ზომა:საშუალო სიდიდის. მასა110-120 გრამი. რბილობი:თეთრი, კურკასთან წითლად შეფერილი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება. სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის 1 დეკადიდან(შიდა  ქართლის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო. საგემოვნო თვისებები: მაღალი, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით. დამატებითი  ინფორმაცია:  ხასიათდება  ტრანსპორტაბელობით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ. 283.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი