საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ხიდისთავის საკონსერვო


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica ''KhidistavisSakonservo'  -  ხიდისთავის საკონსერვო წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია  ბესტავაშვილის და კვალიაშვილის  მიერქართული ყვითელი საპობი  X  ხიდისთაური ყვითელი საგვიანოს   შეჯვარებით.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა: მრგვალი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო- საგვიანო. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი.  მზის მხარეს შეფერვით. შებუსვა - მოკლე, ხავერდისებური. ნაყოფის ფორმა: ოვალური. გამოკვეთილი ღარით. ნაყოფის ზომა:საშუალო-მსხვილი. მასა160-180 გრამი. რბილობი:ყვითელი, წვნიანი, კურკასთან ოდნავ წითლად  შეფერილი, კურკა რბილობს არ  სცილდება. სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის მე-3 დეკადიდან(შიდა  ქართლის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო. საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება საკოლექციო ნარგაობებში. დამატებითი  ინფორმაცია:  საგვიანო  სიმწიფის პერსპექტიული ჯიშია. წყაროები:   ვ. კვალიაშვილი  (2004 ),   ატმის სელექცია საქართველოში,  ს/მ მეცნიერებათა დოქტორის  დისერტაციის  ავტორეფერატი.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი