საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული ატამი


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Kartuli Atami'  -  ქართული ატამი, წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციაა,  ხასიათდება პოლიმორფულობით.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა:მრგვალი, გადაშლილი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო, ვარდისებრი  ტიპის ყვავილებით. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -თეთრი, მზის მხარეს ზოგჯერ წითელი ელფერით. ნაყოფის ფორმა: მრგვალი,  სიმეტრიულად განვითარებული. ნაყოფის ზომა: წვრილი -საშუალო, საშუალო მასა100 -  120გრამი. შებუსვა - დაბალი, ხშირი. რბილობი:თეთრი  ან ყვითელი, წვნიანი,  კურკა რბილობს ადვილად სცილდება. სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება აგვისტოს ბოლოდან. დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი. საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხდება თესლით ნაზარდი პოპულაციების სახით აღმოსავლეთ საქართველოს  მეხილეობის ძირითად  რეგიონებში, სამრეწველო მნიშვნელობა არ აქვს. დამატებითი  ინფორმაცია: გამძლეა დაავადებების  მიმართ, გამოიყენება სანერგეებში, როგორც საძირე. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები. (1978).   საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.  176 .
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი