საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სკრის საადრეო


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Skris Saadreo' -სკრის საადრეო წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია  თ. ცერცვაძის  მიერ,  1951  წელს. ხიდისთაური ვარდისფერი #18  X  გრინსბოროს   შეჯვარებით.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:მომრგვალო-პირამიდული. ყვავილობის პერიოდი:საშუალო-საგვიანო. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -ღია ყვითელი. შებუსვა - სუსტი. ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის. ნაყოფის ზომა:საშუალო. მასა120-140 გრამი. რბილობი:თეთრი, მკვრივი, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ივლისის ბოლოს- აგვისტოს დასაწყისში (შიდა  ქართლის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი. საგემოვნო თვისებები: გამორჩეულად  კარგი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით. დამატებითი  ინფორმაცია:  ადრეული სიმწიფის  ტრანსპორტაბელური ჯიშია. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.  265.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი