საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კახური ყვითელი


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'KakhuriKviteli' - კახური ყვითელი წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება კახეთის მუნიციპალიტეტებში.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა:პირამიდული. ყვავილობის პერიოდი:საშუალო, ვარდისებრი  ტიპის ყვავილებით. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი, ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია ალისფერით. ნაყოფის ფორმა:  მრგვალი  ფორმის, სიმეტრიულად განვითარებული. ნაყოფის ზომა:მსხვილი. საშუალო მასა160 -  180გ. შებუსვა - დაბალი. რბილობი: ყვითელი, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება. სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის მე-3 დეკადაში (კახეთი). დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი. საგემოვნო თვისებები: კარგი, ტკბილი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით. დამატებითი  ინფორმაცია: ტრანსპორტაბელურია და კარგად ინახება. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ. 226.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი