საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ერისთავის ვარდისფერი


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'EristavisVardispheri'  -  ერისთავის ვარდისფერი წარმოშობა:ადგილობრივისელექციური ჯიშია, მიღებულია ე. ერისთავის მიერ  ხიდისთაური ვარდისფერისა და ოქროს იუბილეს  შეჯვარებით 1941 წელს.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის. ხის ფორმა:მრგვალი, საშუალო სიხშირის. ყვავილობის პერიოდი: საშუალო, ვარდისებრი  ტიპის ყვავილებით. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -მოყვითალო-თეთრი, მზის მხარეს ვარდისფერი ლოყით. ნაყოფის ფორმა: ოვალური,  სიმეტრიულად განვითარებული. ნაყოფის ზომა:საშუალო - საშუალო მსხვილი,  საშუალო მასა140 -  150გრამი. შებუსვა - დაბალი. რბილობი:თეთრი,  კურკასთან ოდნავ შეფერილი,  ძალიან წვნიანი,კურკა რბილობს  ნახევრად სცილდება. სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება ივლისის ბოლოს(ქ. გორის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო. საგემოვნო თვისებები: არომატული და მომჟავო-მოტკბო.
დღევანდელი მდგომარეობა: პრაქტიკულად არ გვხვდება. დამატებითი  ინფორმაცია: დაბალტრანსპორტაბელური ჯიშია. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ. 214.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი