საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გავაზური


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'Gavazuri'  -  გავაზური წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი  ზრდის. ხის ფორმა:მრგვალი, გადაშლილი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო, ვარდისებრი  ტიპის ყვავილებით. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი, მზის მხარეს წითელი შეფერვით ნაყოფის ფორმა: ოვალური  ფორმის, ზოგჯერ ბოლოში ნიკარტით, ღარი ნაკლებად ეტყობა. ნაყოფის ზომა:საშუალო, საშუალო მასა120-140 გრამი. შებუსვა - ხშირი, დაბალი. რბილობი: ყვითელი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი,  კურკა რბილობს არ სცილდება. სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის მე-2-3 დეკადაში (კახეთი). დაავადებების მიმართ გამძლეობა: სუსტი. საგემოვნო თვისებები: მაღალი, ძლიერ ტკბილი, სიმწკლარტით.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით. დამატებითი  ინფორმაცია: ზიანდება სიხუჭუჭით. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),   საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ. 201 .
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი