საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ატენური ყვითელი


საზოგადო სახელი:ატამი სახეობის  სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'AtenuriKviteli'  -  ატენური ყვითელი წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია  ბესტავაშვილის და კვალიაშვილის  მიერ  კამბერლენდისა დახიდისთაური ყვითელი საგვიანოს  შეჯვარებით.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო  ზრდის. ხის ფორმა:მომრგვალო. ყვავილობის პერიოდი:საშუალო- საგვიანო. ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი.  მზის მხარეს - წითელი. შებუსვა - მოკლე, ხავერდისებური. ნაყოფის ფორმა: ოვალური. ნაყოფის ზომა:საშუალომსხვილი. მასა150-170 გრამი. რბილობი:ყვითელი, მკვრივი კონსისტენციის, კურკასთან ვარდისფრად შეფერილი, კურკა რბილობს ნახევრად სცილდება. სიმწიფისა დამოხმარების პერიოდი:  მწიფდება და იკრიფება აგვისტოს მე-3 დეკადიდან(შიდა  ქართლის პირობებში). დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო. საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება საკოლექციო ნარგაობებში. დამატებითი  ინფორმაცია:  საშუალო-საგვიანო  სიმწიფის პერსპექტიული ჯიშია. წყაროები:   ვ. კვალიაშვილი  (2004 ),   ატმის სელექცია საქართველოში,  ს/მ მეცნიერებათა დოქტორის  დისერტაციის   ავტორეფერატი.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი