საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქართული ალუბალი


საზოგადო სახელი: ალუბალიქართული ალუბალი სახეობის სახელწოდება: Prunuscerasus L. ჯიშის სახელწოდება:Prunus cerasus 'Kartuli Alubali' - ქართული ალუბალი წარმოშობა: ქართულ ალუბალი  აერთიანებს, ადგილობრივი წარმოშობის მრავალ კლონს და თესლნერგს, რომლებიც ქართული მჟავე ალუბლის სახელწოდებითააცნობილი. საქართველოში სამრეწველო ალუბლის ერთ-ერთი ჯიშია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის. ხის ფორმა:მომრგვალო, ან ნახევრად გადაშლილი ფორმის ვარჯი, თხელი განტოტვით. ყვავილობის პერიოდი:საგვიანო. შიდა ქართლის პირობებში (კასპი) ყვავილობს აპრილის II-III დეკადაში. ნაყოფის ფერი:კანი თხელი, ნაზი, მუქი წითელი. ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო. ნაყოფის ზომა:საშუალო სიდიდის. მასა- 3,0 გ. ყუმწი - გრძელი. ნაყოფს ადვილად სცილდება. რბილობი: მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი. საშუალოდ წვნიანი. კურკა პატარაა, მომრგვალო ფორმის. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:ფორმების მიხედვით, სიმწიფის ვადები სხვადასხვაა. იწყება ივნისის ბოლოს და გრძელდება - ივლისის ბოლომდე. დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი. საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟავო გემოსი, სასიამოვნო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ  არის გავრცელებული შიდა  ქართლის და ქვემო ქართლის რაიონებში. . დამატებითი  ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. ხასიათდება ნაკლები ტრანსპორტაბელობით. გამოიყენება ნედლ ხილად, სამურაბედ, საკომპოტედ, მაღალი ხარისხის წვენების დასამზადებლად. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.469; ვ. კვალიაშვილი   და სხვები (2001),   საქართველოს ხილი,  გამომცემლობა 'GTS', თბილისი,  გვ.66.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი