საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მუხრანის ალუბალი


საზოგადო სახელი: ალუბალიმუხრანის ალუბალი სახეობის სახელწოდება: Prunuscerasus L. ჯიშის სახელწოდება:Prunus cerasus 'Mukhranis Alubali' - მუხრანის  ალუბალი წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია.აერთიანებს ადგილობრივი წარმოშობის, მრავალ კლონს და თესლნერგს.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის. ხის ფორმა:ვარჯი განიერ-პირამიდალური ფორმის, თხელი დატოტვით. ყვავილობის პერიოდი:საგვიანო. მუხრანის პირობებში  ყვავილობს აპრილის III დეკადაში. ნაყოფის ფერი: კანი საკმაოდ მკვრივია, მუქი წითელი. დაჰყვება კანქვეშა წინწკლები. ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო. საკმაოდ გამოხატული მუცლის ნაკერით. ნაყოფის ზომა: საშუალო სიდიდის.ყუნწი - გრძელი, წვრილი, ადვილად სცილდება ნაყოფს. რბილობი: მუქი წითელი ფერის,ნაზი, წვნიანი. კურკა პატარაა, მომრგვალო ფორმის. სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი:სიმწიფეს იწყებს ივლისის III დეკადიდან. დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი. საგემოვნო თვისებები: მაღალი,  ახასიათებსმოტკბო-მომჟავო გემო, სასიამოვნო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია შიდა  ქართლში, განსაკურებით - მცხეთის რაიონში. დამატებითი  ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელობის უნარით. გამოიყენება ნედლ ხილად, სამურაბედ, საკომპოტედ,  წვენების დასამზადებლად. მრავლდება ფესვის ამონაყარით. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.472.  
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი