საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ბოლნისის ალუბალი


საზოგადო სახელი: ალუბალი სახეობის სახელწოდება: Prunuscerasus L.ბოლნისის ალუბალი ჯიშის სახელწოდება:Prunus cerasus 'Bolnisis  Alubali' - ბოლნისის  ალუბალი წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის. ხის ფორმა: მომრგვალო, ან ნახევრად გადაშლილი ფორმის ვარჯი, თხელი განტოტვით. ყვავილობის პერიოდი:საშუალო. ქვემო ქართლის (ბოლნისის) პირობებშიყვავილობს აპრილის II დეკადაში. ნაყოფის ფერი:კანი - მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი, ბრწყინავი. ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო ფორმის, მკვეთრად გამოხატული მუცლის ნაკერით. ნაყოფის ზომა:საშუალზე მსხვილი. მასა- 3გრამი. ყუნწი -საშუალო სიგრძის, წვრილი. ნაყოფს ადვილად სცილდება. რბილობი: მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი. საშუალოდ წვნიანი. კურკა - პატარა, მომრგვალო ფორმის. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მწიფდება 10 ივლისიდან. დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი. საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟაო გემოსი, სასიამოვნო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა:გავრცელებულია შიდა  ქართლის და ქვემო ქართლის რაიონებში. დამატებითი  ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. გამოიყენება სამურაბედ, საკომპოტედ,  წვენების დასამზადებლად. წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი,  გვ.473.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი