საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მწვანე ხურტკმელი


საზოგადო სახელი: ხურტკმელი სახეობის სახელწოდება: Ribes uva-crispa L.  (=Grossularia  reclinata  (L.) Mill. ) ჯიშის სახელწოდება: Ribes uva-crispa  'Mtsvane Khurtkmeli' - მწვანე ხურტკმელი. წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გამოვლენილია სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ადიგენის მუნიციპალიტეტი.
მოკლე აღწერა: ბუჩქის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის. ბუჩქის ფორმა: გადაშლილი, ეკლიანი ღეროებით. ყვავილობის პერიოდი:მაისი-ივნისი. ყვავილი: მომწვანო, ფოთლის იღლიაში თითო ან წყვილ-წყვილად განლაგებული. ფოთოლი: ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის, ქვედა მხრიდან შებუსული, უხეში და მჩხვლეტავი. ნაყოფის ფერი: მწვანე. ნაყოფის ფორმა: მრგვალი. ნაყოფის ზომა: საშუალო ზომის, ერთი კენკრისმასა - 3,6 –4,2 გრამი. რბილობი: თეთრი,მკვრივი კანით,ხასიათდება საუცხოო არომატით. დაავადებების მიმართ გამძლეობა: ვირუსული დაავადებების მიმართ ამტანია. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:ივლისი. საგემოვნო თვისებები: მაღალი, ძვირფასი სამურაბე ჯიშია.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებულიასამხრეთ საქართველოსრეგიონებში. დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი,ტრანსპორტაბელური,საუკეთესო ნედლეულია გადასამუშავებლად, ამავე დროს მაღალხარისხოვანი თაფლოვანი მცენარეცაა. წყაროები: საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის ანგარიში, 2013, აგრარული უნივერსიტეტი, თბილისი
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი