საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წყალქლიავი


საზოგადოსახელი:ქლიავი სახეობის სახელწოდება:Prunus domestica L.  ჯიშის სახელწოდება:Prunus domestica 'Tskalkhliavi'წყალქლიავი წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. ამ სახელწოდებით საქართველოში ცნობილია მრავალი ფორმა.
მოკლე აღწერა: ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის. ხის ფორმა: განიერივარჯი. ყვავილობის პერიოდი:საშუალო. ნაყოფის ფერი:მოთეთრო-მოყვითალო. გამჭვირვალე კანით. ნაყოფის ფორმა: მომრგვალო-მომაღლო. ნაყოფის ზომა:სიდიდით ცვალებადია. იშვიათად პატარა, ან საშუალო სიდიდის. რბილობი:გამჭვირვალე, ძალიან წვნიანი, რბილი. სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მწიფდება ივლისის მესამე დეკადაში. დაავადებების მიმართ გამძლეობა:საშუალო. საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, მოტკბო გემო აქვს. კურკასთან მომჟავოა.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში იმერეთის და ზემო იმერეთის რაიონებში.  გვხვდება  ხაშურის მუნიციპალიტეტში. დამატებითი  ინფორმაცია: უხვმოსავლიანი ჯიშია. ხასიათდება მაღალი ტრანსპორტაბელურობით. მისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის მურაბა და ჯემი. წყაროები:   ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი,  გვ.164.
 

ალუბალი

ატამი

ბალი

ბროწეული

გარგარი

ვაშლი

ზღმარტლი

თხილი

კაკალი

მარწყვი

მაყვალი

მოცხარი

კომში

ლეღვი

მსხალი

ნუში

ჟოლო

ტყემალი

უნაბი

ქლიავი

შინდი

ხურტკმელი